ავტორი:
ვ. გუბანოვი
თემა: რელიგია და მეცნიერება
მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა - სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს "მეცნიერულ ათეიზმში" (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ რელიგია და მეცნიერება შეუთავსებელია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათ ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით "ბნელეთის მოციქულებს" უწოდებდნენ.
გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება - ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია - მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (რომელსაც ვერც ვერასოდეს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს!) ბიბლიის სიმაღლეებისათვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთში არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმინდანებს უფლისაგან ემცნოთ

|
|