ავტორი:
ვ. გუბანოვი
თემა: რელიგია და მეცნიერება
ვინ თქვა პირველად, რომ დედმიწას უფსკრული აკრავს
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვარტყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციურისხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ. წმინდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: "უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან" (ექუსთა დღეთა). გამოთქმა: "აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან" მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირიც. წმინდა კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში - "სწავლანი კათაკმეველთათვის" გვამცნობს: "დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია". დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს