თემა: რელიგია და მეცნიერება

ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია
    ეს პირველად XVI ს-ის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა, წმ. იოანე ოქროპირი იყო, როცა იგი ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა (თ.XL,22):
    "ხედა, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს".
    მაშ, ესაიას წინასწარმერტველების განმარტებაში წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწას მრგვალი ფორმა აქვს. ის კი, რომ იგი იდეალური ფორმა არ გახლავთ, ყველასათვის ცხადზე ცხადია, ვისაც კი ოდესმე მიწაზე წაუბორძიკნია
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები