თემა: რელიგია და მეცნიერება

ვინ თქვა პირველად ატომთა შესახებ
    მეცნიერება ატომთა შესახებ აღმოცენდა ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში და განქარდა XIX საუკუნის ბოლოს, რამეთუ ატომი (თარგმანებით "განუყოფელი") განყოფადი აღმოჩნდა და არა სამყაროს უმარტივესი ელემენტი.
    ბიბლიაში კი ყველა ატომისტზე გაცილებით ადრე და ზუსტად ითქვა სამყაროს ამ პირველსაწყისი ელემენტების შესახებ. წიგნში "იგავნი სოლომონისნი" საუბარია იმ უძველეს, წინარე დროზე, როცა შესაქმე ის-ის იყო დაიწყო, "როცა მას (ღმერთს) ჯერ კიდევ არ შეექმნა არც ხმელი, არც ველი, არც საწყისი ცახენი სამყაროულნი" (იგავნი, თ. VIII,26). აი ამ "საწყის ცახენს" უწოდებდნენ მეცნიერები ატომებს, ეხლა კი მათ ელემენტარული ნაწილაკების, ელექტრონების, პოზიტრონების, კვარკების და ა.შ. სახელით იხსენიებენ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები