თემა: რელიგია და მეცნიერება

ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო ვაკუუმისაგან წარმოიშვა
    XX საუკუნის ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ სამყარო აღმოცენდა და შეიქმნა ვაკუუმისაგან, რომელიც თავიდან ფართოვდებოდა (ინფლაციური თეორია), რომ ის (სამყარო) წარმოშობილი იქნა თითქმის ნულის ტოლი წერტილიდან. "ვაკუუმი" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სიცარიელეს, ცარიელ სივრცეს.
    გასაოცარია, რომ ეს სიახლე (სიახლე ფიზიკოსთათვის) 2000 წლის მანძილზე ყოველდღიურად იქადაგებოდა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში. ეკლესია მუდამ ამტკიცებდა, რომ ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა.
    ცხადია, ფიზიკოსები სკოლაში ცუდად სწავლობდნენ საღმრთო სჯულს, რადგან მათ ხელახლა "აღმოაჩინეს" ის, რაც ქრისტიანობაში თვით ყრმებისთვისაც კარგადაა ცნობილი
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები