
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მეორედ მოსვლა
ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განჩინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: "მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ; საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა" (მათე 25.35). აჰა რა აცხოვნებს კაცსა. ჰყავ შენცა ესე, უკეთუ გსურს ცხოვრება.