ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: მეორედ მოსვლა
822. რისთვის წარმოგზავნის უფალი წმ. ილია თეზბიტელსა და წმ. ენუქს მეორედ მოსვლის წინ?
თავისი მოწყალების გამო ღმერთი ადრე წარმოგზავნის ილია თეზბიტელსა და ენუქს, რათა ასწავლონ ამ წინასწარმეტყველებმა ადამიანებს ღვთისმოშიშება, ღვთისმეტყველება და განსწავლონ ისინი, შიშის გამო არ დაემორჩილონ მტერს. მაცხოვარი თავისი განუზომელი კაცთმოყვარეობის გამო წარმოგზავნის ამ წინასწარმეტყველთ, რათა იმ დროსაც არ დატოვოს ადამიანები მოძღვრის გარეშე.