image

თემა: ღვთის უარყოფა

ღმერთი წარუდგება ისრაილსა და გამოითხოვს მას სამართალში, ცასა და ქვეყანას მოიყვანს მოწმად და იტყვის: "ძენი ვშევ, და აღვამაღლე, და მათ შეურაცხ მყვეს მე, ხარმან იცნა მომგებელი თვისი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა და ერმან ჩემმან მე არა მიცნო". მერმე როგორითაც ერთი მამა, გამოყვანილი მოთმინებიდან გაუწყრებოდეს შვილსა და ეტყოდეს, წადი ჩემგან და ნუღარ მეჩვენები. შენ დამავიწყე მე მამობრივი სიყვარული ცუდითა შენითა ქცევითაო; ამ სახით გაურისხდება ღმერთი ისრაილსა, მცოდველსა და ეტყვის, რომელ იგი აღარ შეხედავს მათ, აღარ ისმენს მათსა ლოცვასა; მათი მარხვა, მათი დღესასწაულნი, მსხვერპლნი მოსძულდა მას. "ვაი ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლნი ბოროტნი, ძენი უსჯულონი, დაუტევეთ უფალი, დაივიწყეთ წმიდა ისრაილისა. ეს სიტყვები, ძმაო, შენკენ მოაქციე; ესრე წარმოიდგინე, რომ თვით შენ გეუბნება უფალი. შენც გშვა მან წმიდისა ემბაზისაგან, შენც აღგამაღლა მან და განგანათლა საღმრთოითა სწავლითა და უმეტესად აღგამაღლა ვიდრე ისრაილი. გარნა შენცა, ვითარცა ძველი იგი ისრაილი, ხშირად დაივიწყებ ღმერთსა და უღალატებ მას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები