ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სინანული
დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე, არ ყოფილა შენთვის განღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, თუ სიყვარულით, თუ შერცხვენით, თუ ლმობიერებით, თუ მრისხანებით, ყოველ საშუალებას იხმარს, ყოველ ხერხს გამოსცდის.