ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: აღსარება, სინანული, გლოვა ცოდვებისათვის
რას ნიშნავს გულით სინანული?
გულით სინანულია, როდესაც ცოდვას აღსარებაში იტყვი და შენდობის შემდეგ აღარ გაიმეორებ. ე.ი. შეიზიზღე ცოდვა. გულით სინანულის დროს შეიძლება საერთოდ არ წამოგივიდეს ცრემლები. ეს უფრო მეტია, ვიდრე ცრემლად იღვრებოდე და შემდეგ ისევ გაიმეორო იგივე ცოდვა. თუ გულით სინანულს ცრემლებიც დაემატა, ეს ყველაზე კარგია. ცრემლი საერთოდ წმენდს ცოდვებს. ოღონდ ის ყველაფერი ეხება ნებსით ცოდვებს. უნებლიე ცოდვას ვერავინ გაექცევა. ყველაფერი უნდა ითქვას აღსარებაში