ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ჭეშმარიტება, აღსარება, მდუმარება
როდის არ უნდა ვდუმდეთ ჭეშმარიტებაზე?
ქისტიანმა არ უნდა დამალოს სიმართლე იმათ წინაშე, ვინც დამნაშავეს ეძებს; მშობლების წინაშე, რომლებიც ცდილობენ შვილის გამოსწორებას; მოძღვრის წინაშე აღსარების დროს; მეგობართან, რომელიც თავის სულს გვიხსნის და ა. შ... ქრისტიანი აგრეთვე არ უნდა გაუჩუმდეს საშიშროებას, მაგალითად სიკვდილისას, როდესაც საქმე ისე მიდის, რომ უიმედო ავადმყოფი აღსარებით და წმიდა ზიარებით მარადისობისათვის უნდა მოვამზადოთ.