1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: ღვაწლი

რა არის ღვაწლი და რა საჭიროა იგი?ღვაწლი არის საკუთარი თავის მოზღუდვა ყველაფერში... ღვაწლის საერთო დანიშნულება ღვთის მსხვერპლის გაღება კი არ არის, არამედ საკუთარი ამპარტავნების, თავკერძოების დათრგუნვა, მოყვასის განკითხვაზე ხელის აღება. ჩვენი ღვთისმოსაური ვარჯიში, თუ იგი ამ მიზანს არ ისახავს, გარეგნული ღვთისმოსაობის მიღმა შეიძლება სიამაყისა და ხიბლის საფუძველად იქცეს და ადამიანის ცოდვიანი მდგომარეობა კიდევ უფრო გააღრმაოს.
link
image

თემა: ღვაწლი,  განსაცდელები

რა სარგებელს იღებს ადამიანი ღვაწლისგან?ღვაწლი, მოკლებანი, მწუხარებანი მოკლევადიანი მიწიერი ცხოვრების მანძილზე არა მარტო იცავს ადამიანს დემონისაგან, არამედ მის სულს გვირგვინს უმზადებს სხეულიდან ამოსვლამდე.
link
image

თემა: ღვაწლი,  გული

ძირითადად რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას ღვაწლში?ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგნულ ღვაწლზე ( მარხვა, მეტანია, მაგარზე წოლა და ა.შ. ) შეაჩერეთ. ეს ძალზე აუცილებელია, მაგრამ მაინც დამხმარეა. შენობა მათი მეშვეობით შენდება. გარეგნული ღვაწლი შენობა არ არის, შენობა გულშია. სწორედ გულზე შეაჩერეთ თქვენი ყურადღება: არ გაღიზიანდეთ, არ დაემდუროთ, არ განიკითხოთ, შეუნდეთ, განდევნეთ უამური აზრები, ცოდვიანი სურვილები და ა.შ. რა სარგებოლობა შეიძლება მოგვიტანოს ღვაწლმა მარხვით, წმინდა წერილის კითხვით და ა.შ, თუკი ვერ ვისწავლით თავმდაბლობას, წყენის მიტევებას, მტრების სიყვარულს, მათზე ლოცვას?
link
image

თემა: ღვაწლი

რა მნიშვნელობა აქვს გარეგნულ ღვაწლს?თუმცა გარეგნული ღვაწლი აუცილებელია, მაგრამ ის მთავარი არ არის. ამიტომ ამაზე ყურადღება ნაკლებად შეაჩერეთ. გულის საქმეებს მიაქციეთ ყურადღება. ერთი და იგივე საქმე შეიძლება სათნოც იყოს ღვთისათვის და არასათნოც; ზრახვებს გააჩნია. ამას დაეუფლეთ.
link
image

თემა: ქრისტიანული ცხოვრება,  ჩვევები

რატომ არ უნდა გადავდოთ სულიერი ცხოვრების დაწყება?წმინდა მამები გვემუდარებიან, დაუყონებლივ შევუდგეთ სულიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ მოვასწროთ მარადისობისაკენ ჩვევების შეძენა.
link
image

თემა: ქრისტიანული ცხოვრება,  სახარების კითხვა,  წმინდანთა სწავლების კითხვა,  წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  წმინდა წიგნების კითხვა

როგორ ვისწავლოთ სულიერი ცხოვრება?ვცხოვრობ რა განმარტოებით, ღრმად ვუკვირდები წმინდა წერილს ღვთის მცნებების მიხედვით, აგრეთვე მოციქულთა სწავლებებს, წმინდა მამათა ცხოვრებასა და ნაღვაწს და ვუღრმავდები მათ. რაც, ჩემი აზრით, უფლისთვის სათნო და ჩემი სულისთვის სასარგებლოა, ვიწერ და ვითვისებ. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სუნთქვა. თქვენც იმ რჩევას გაძლევთ, რაც სასარგებლოდ მიმაჩნია საკუთარი თავისთვის (ღირსი ნილოს სორელი).
link
image

თემა: ცხონება

როგორ გადავრჩეთ?ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე არსებითი კითხვაა. ამიტომ მასზე პასუხის გაცემისას მივმართოთ ათონელ ბერებს.
ბერმა კითხვაზე: "როგორ გადავრჩეთ?" უპასუხა: "არსებობს სწავლება ქრისტესი და წმინდა მამათა. აღასრულეთ ეს საქმით და გადარჩებით. ცხონებისთვის უპირველესად საჭიროა ჭეშმარიტი სინანული და მცნებათა დაცავა. საჭიროა ძიება, კაკუნი, ტირილი, და განიხვნება მადლი."

მღვდელსქემმონაზონი კ. ამბობდა: "ყველაზე მთავარი ცხონებისათვის არის თავშეკავება, ყურადღება საკუთარი თავის მიმართ, დუმილი. ყველაზე უარესია შფოთი, დაბნეულობა, ზედმეტი ლაპარაკი.

მღვდელსქემმონაზონი ფ. ამბობდა: "ცხოვრებაში მაგალითისა და ასკეტური წიგნების კითხვის გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრების ცოდნა. ჩვენი გონება თავისუფალი არასოდეს არ არის. ის ან ღვთიური აზრებით, ან ბოროტი აზრებით არის დაკავებული. დაიცავი სამი რამ: მზერა, სმენა, ენა და შეძლებისდაგვარად - მუცელი და დაინახავ საკუთარ ცოდვებს, შეიცნობ ღმერთს, ისწავლი სიკვდილის ხსოვნას. ამის გარეშე კი ყველაფერი ამაოა. მიწაზე განდიდებისაკენ მიდრეკილება და კაცთმოთნეობა ყოველგვარ სიკეთეს გვართმევს. ხსნის გზა ჯვრის გზაა და არა შეღავათიანი ცხოვრება".

მეუდაბნოე: მ. ამბობდა:"ცხონებისათვის საჭიროა სიწმინდის მოხვეჭა და ყველასთან მეგობრობისათვის თავის არიდება".

მეუდაბნოე: ბ. ამბობდა: "თავისმოყვარეობა და ხორცის პატივი ჩვენი ცხონების მტერია, რომელიც უფალს განგვაშორებს".

მეუდაბნოე ს. ამბობდა: ცხონებისათვის საჭიროა ლოცვასთან ერთად ყურადღება, სიმშვიდე და მოთმინება. კეთილგონიერების პირობებში ცდუნებისაგანაც შეიძლება სიკეთის მიღება."
link
image

თემა: ცხონება,  განსაცდელები,  მწუხარება,  წყენა,  მიტევება,  ღვაწლი,  მორჩილება,  სიყვარული

როგორ ვიცხოვროთ, რომ გადავრჩეთ?ღვთისმოსაობისა და ქრისტიანული სიყვარულის ყოველგვარი საქმე: წმინდა წიგნების კითხვა, კეთილი აზრები, სასარგებლო საუბრები, წმინდა მორჩილება, მადლიერება განსაცდელსა და მწუხარებაში, წყენის პატიება - ეს ყოველი ლოცვისდარია და ღვთის წინაშე კეთილსურნელებს. თავი უნდა მოვიზღუდოთ ყველაფერში, ნუ გავნებივრდებით და მაშინ ღვაწლი და ღვთისმოსაობა ჩვევად გადაგვექცევა: (ბერი იოანე ტროიცკი).
link
image

თემა: ცხონება

არის თუ არა ჩვენი გადარჩენა დამოკიდებული გარემოებებზე?ჩვენი გადარჩენა გარემოებებზე არ არის დამოკიდებული: მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი, არამედ - სათნოა თუ არა, მორწმუნეა თუ არა, ზრუნავს თუ არა სულიერ ცხოვრებაში წარმატებაზე და უყვარს თუ არა ღმერთი (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი).
link
image

თემა: ღვაწლი,  მარხვა,  ლოცვა

შეიძლება საკუთარი ნებით თავს ვიდოთ სხვადასხვა ღვაწლი: მკაცრი (უზეთო) მარხვა, სიფხიზლე, დიდი რაოდენობის ლოცვები, სხეულით სიმძიმეების ზიდვა, უხეში ტანსაცმლის ტარება?ეს შეიძლება მხოლოდ მღვდლის კურთხევით. ხომ არ აჯობებდა გეტვირთათ მორჩილების, დუმილის, (სანამ არ შეგეკითხებიან), სიყვარულის ღვაწლი და სხვ.
link
1
2
3
image
image