ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ცხონება, სათნოებები, სიმდაბლე, მოთმინება, ლოცვა, აღსარება, სიმშვიდე, მორჩილება
რა თვისებები მიაჩნიათ ბერებს უმთავრესად სულის ცხონებისათვის?
უპირველესად ეს არის თავმდაბლობა, მოთმინება, ლოცვა. ხოლო სულიერი შვილების ძირითად მოვალეობად ბერები მიჩნევენ ზრახვების გამჟღავნებას აღსარებაში და სრულ მორჩილებას. ზრახვების თქმა ახსარებაში უნდა იყოს ნებაყოფლობითი, სრული, სუფთა, გულწრფელი. ეს უკანასკნელი მეტისმეტად ძალუმად ამარცხებს სიამაყეს და ადამიანს წარმოუდგენელ სულიერ სიმშვიდეს მიმადლებს... მორჩილება უნდა იყოს სრული, უსიტყო და უცილობელი; ბერს არაფერში უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მორჩილების ძალა იმდენად დიდია, რომ არაჩვეულებრივად სწრაფად ამაღლებს მოწაფეს სულიერად. წმინდა მორჩილება აჯილდოებს მორჩილს ჭეშმარიტ ბედნიერებით, ღრმა სულიერი სიმშვიდით. იგი ადამიანს ანიჭებს უმთავრეს ქრისტიანულ სათნოებას - თავმდაბლობას. ეშმაკი განსაკუთრებულად მძვინვარედ ესხმის თავს თავმდაბალს; მის სულში აღძრავს ბერის მიმართ უკმაყოფილებას. ის ცდილობს დაანახოს მას ბერის ნამდვილი ან მოგონილი ნაკლოვანებანი, რათა დაამარცხოს იგი მის თვალში.