image

თემა: თავისუფალი ნება,  სათნოებები

967. ადამიანისათვის თავისუფალი ნება რომ არ მიეცა ღმერთს, ცოდვაშიც ხომ არ ჩავარდებოდა. რატომ მიეცა მას თავისუფალი ნება?
ისმინე, რომელიც ასეთ შკითხვას სვამ – შენც ხომ მაშინ არ თვლი შენს მონას ერთგულად, როცა შეკრული გყავს და აიძულებ, არამედ, როცა ნებით ასრულებს შენს სურვილს. ღმერთსაც იძულებით დამორჩილებული კი არ უყვარს, არამედ, რომელიც სათნოებაში წარემატება. ხოლო სათნოებები მიიღება ნებით და არა იძულებით, და ნება ჩვენს ხელთაა, ხოლო ეს ნება არის თავისუფალი. ასე რომ, ვინც ადანაშაულებს შემოქმედს და ამბობს: რატომ არ შეგვქმნა ღმერთმა იძულებით უცოდველნიო, ის პირუტყვთა ბუნებას პირმეტყველთა ბუნებაზე წინ აყენებს და უმოქმედოსა და უგუნურს – მოქმედებისა და ნება–სურვილის მქონეზე წინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები