ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: თავისუფალი ნება
386. მეუფეო, გთხოვ ამიხსნა: რაში იყო წმინდა ელისეს მოწაფის დანაშაული, რომ მკვდარი არ აღდგა? და თუ წინასწარმეტყველმა წინასწარ იცოდა ეს, რატომ გაგზავნა ის? და თუ გაგზავნა, წინასწარ რატომ არ დაარიგა ის?
ელისემ მოწაფე იმიტომ კი არ გაგზავნა, რომ დაემცირებინა-სრულიადაც არა, არამედ უნდოდა სხვათა პატივისცემა ესწავლებინა მისთვის, რომ როგორმე სინანულამდე მიეყვანა ის, რათა ერწმუნა მას და მიცვალებული აღედგინა. მაგრამ ის იმავე ურწმუნოებაში დარჩა, და თავის ურწმუნოების გამო მკვდარი ვერ აღადგინა. ის მიცვალებულს რომ ვერ აღადგენდა, წინასწარმეტყველმა იცოდა; ამიტომ, მისთვის ყველანაირი თავისმართლების საბაბი რომ წაერთმია, დამოძღვრილი, მაგრამ შეუგონებელი გაგზავნა, ისევე როგორც უფალმა იცოდა იუდას გამცემლობის შესახებ და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დაამცირა იგი, არამედ შეაგონებდა, და არც განუგდია, სანამ თავად არ დაიღუპა თავი; რამეთუ ადამიანებს თავისუფალი ნება აქვთ მინიჭებული. და ცხადი რომ იყოს, რომ არც ღმერთი და არც წმიდანები, არამედ თავად ადამიანები არიან თავის ბოროტებაში დამნაშავენი, მან თავისუფლება დაუტოვა მათ, რათა ხმა ვეღარ ამოიღონ სამსჯავროს დღეს, ერთმანეთისაგან მხილებულებმა.