ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა: თავისუფალი ნება, ჰოროსკოპი
506. განაპირობებს თუ არა ჩვენს ქცევებსა და საქმეებს მზე, მთვარე და ვარსკვლავები?
ელინები მიიჩნევენ, რომ ყოველი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე, მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და ურთიერთმიახლოებით წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამბობთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო და მშრალი ამინდის, აგრეთვე, ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია და არამც და არამც არ განაპირობებს ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება, ჩვენვე ვართ ბატონ–პატრონი ჩვენი საქმეებისა.