image

თემა: განსაცდელები,  თავისუფალი ნება,  მოთმინება,  მონაზვნობა,  მონასტერი,  მორჩილება

589. თუ ინებებ, ძმებს მოთმინების და მორჩილების შესახებ გამოუცხადე, რამეთუ ისინი შენს სიტყვას რწმენით იღებენ. ბერმა მათ ეს შემდეგნაირად აუხსნა:
ძმებო, თქვენ აქ მოსვენებისთვის არ მოსულხართ, არამედ ჭირისთვის. რამეთუ ასე ამცნო უფალმა მოციქულებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ (იოანე 16, 33). თუ თქვენ მას უგულებელყოფთ, მაშინ ისიც უგულებელგყოფთ თქვენ. ვისაც ღვთისაგან კურთხევის მიღება სურს, ის უსმენს უფალს, რადგან თავად მან თქვა: „უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (იოანე 8, 51); ხოლო, ვინც საუკუნო ცხოვრებას ეძებს, ის სისხლის დათხევამდე ცდილობს მისი სიტყვის დაცვას და საკუთარ ნებას იკვეთს. რამეთუ, არცერთ იმათგანს, ვინც საკუთარ ნებას ეძებს, რომელიც ღმერთს არ ესათნოება, წილი არა აქვს ქრისტესთან. ასე რომ, საკუთარ თავს ღვთის შიშით დაუკვირდით და ღმერთი წმინდანთა ლოცვებით დაგიფარავთ, ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები