ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
თემა: ადამი და ევა, ამპარტავნება, განსაცდელები
782. რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?
ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისაგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან იგი სხვნაირად ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს გმობას მიემთხვეოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანი ჯერ საცდურს სწეოდა. რადგან გამოუცდელი მამაკაცი არასრულყოფილია. საჭირო იყო გამოცდის გზით ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისათვის და ამგვარად მიეღო უკვდავება.