ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: ადამი და ევა
187. რატომ არ მიეცა ადამს სამოსელი შექმნისთანავე?
სხვა შესამოსელი იყო გამზადებული ადამისთვის, მას რომ სათნოება დაემარხა – ღვთის მადლით შექმნილი მადლის სამოსელი, როგორიც მოსიათ ანგელოზებს... რომელთა გამობრწყინება სურდა ადამიანზე ღმერთს. ამიტომ არ მისცა შექმნისთანავე ადამიანს შესამოსელი, შენახული ჰქონდა სათნოებათა საზღაური და მიიღებდა თავის დროზე.