ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: განსაცდელები
794. ზოგჯერ მწუხარებისა და უძურებისას ვფიქრობთ, რომ ღმერთი სრულიად განგვეშორა. რა პერიოდია ეს ქრისტიანისათვის?
ქრისტიანის ცხოვრებაში ვაწყდებით ჟამს – ოდეს ვფიქრობთ, რომ მწუხარებისა და უძლურებისას ღმერთმა სრულიად მარტო დაგვტოვა და განგვეშორა... ეს პერიოდია – რწმენის, იმედის, სიყვარულისა და ქრისტიანული მოთმინების გამოცდისა. მალიად კვლავ დაგვიდგება „ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა“ (საქ. 3.20). უფალი მალიად კვლავ განახარებს გულსა კაცისასა: დაე, არ დაცემულიყოს იგი მძიმე განცდის ჟამს.