ავტორი:
წმ. მაკარი ეგვიპტელი
თემა: განსაცდელები
751. რატომ არის, რომ მას შემდეგ რაც ეკლესიური ცხოვრების დაწყება გადავწყვიტეთ, მრავალგვარ განსაცდელთა დათმენა გვიხდება?
ცხადზე უცხადესია, რომ სწორედ ქრისტეს გამო გვაწევს ჩვენ ამ მწუხარებას მტერი, შურით შეპყრობილი ჩვენდამი იმ სიკეთეთა გამო, რომელიც ჩვენთვისაა განმზადებული; იგი ცდილობს ჩვენი სულები უძლურებასა და სასოწარკვეთაში შთააგდოს, რათა არ მოვიღოთ აღთქმული ჯილდოები ღმერთის სათნო–მყოფელობით განვლილი ცხოვრებისათვის.