ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: განსაცდელები
გვითხარით, რა არის ნებადართული გაჭირვების გამო?
წმინდა ტიხონ ზადონელი ამბობს, რომ გაჭირვების გამო მშიერს მკვდარი ცხენის ხორცის ჭამაც რომ მოუხდეს, ეს ცოდვა არ იქნება. ეკლესია ერის ადამიანებს ნათლობის ნებასაც კი რთავს (სიკვდილის საშიშროების წინაშე). მღვდლებს ნება ეძლევათ ჩაატარონ ლიტურგია სახლში (ან ტყეში) ოდიკზე ან უამისოდ მოწამის ხატზე, აზიაროს ის ავადმყოფები, რომლებსაც ღებინება ახასიათებს, წესი აუგო დაუსწრებლად, შეუმსუბუქოს მარხვა ფეხმძიმე ქალებს, მეძუძურებს, მძიმე სამუშაოზე მყოფთ. ზოგჯერ დაიშვება საერთო აღსარებაც; ხან ნება ეძლევათ ავადმყოფებსა და მოხუცებს მოძღვრის მეშვეობით მოცემული აღთქმა სხვა აღთქმით შეცვალონ.