ავტორი:
წმ. ამბროსი ოპტინელი
თემა: განსაცდელები
456. როგორი ხვედრი ელით იმქვეყნად ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნიურ ხანმოკლე განსაცდელებს წუწუნითა და საყვედურებით ხვდებიან?
გარდაიცვალა ერთი ქალიშვილი, წესის აგებისას მან თვალი გაახლა. როცა ჰკითხეს, რა გადაგხდაო, უპასუხა, რომ ის მართლა მოკვდა და სასუფეველის ენით აღუწერელი მშვენიერი სანახები იხილა. შემდეგ საშინელი ტანჯვის ადგილებიც ნახა, სადაც ტანჯულთა შორის საკუთარ დედასა და დას შეასწრო თვალი. მერე ხმა გაიგონა: „მე მათ წუთისოფელში განსაცდელებს ვუგზავნიდი საცხოვნებლად; მათ რომ მოთმინებით, მორჩილად და მადლიერებით დაეთმინათ ხანმოკლე სიგლახაკე და სიმწარე, მაშინ მარადიული ნუგეში და შენს მიერ ნანახი სანეტარო ადგილები არ ასცდებოდათ, მაგრამ თავიანთი საყვედურებითა და წუწუნით ყველაფერი წაახდინეს“.