1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: გაღიზიანება,  სიამაყე

161. საიდან მოდის გაღიზიანება?არავინ უნდა გაამართლოს საკუთარი გაღიზიანება რაიმე სენით, – ეს სიამაყიდან მომდინარეობს. წმ. მოციქულ იაკობის სიტყვისამებრ კი "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმერთისა არა ქმნის" (იაკობ. 1,20).
link
image

თემა: საკუთარი თავის სიყვარული

837. რას გვეტყვით თავმოყვარეობის შესახებ?ჩვენი თავმოყვარეობა არის ყოველგვარი ბოროტების სათავე. იგი დასაბამია ყოველი ვნებისა, მიზეზია ყოველი ჩვენი უბედურებისა და ტანჯვისა.
link
image

თემა: მწუხარება

986. რა ზიანი მოაქვს სულისთვის სიგარეტს?თუთუნი აუძლურებს სულს, ამრავლებს და ამძაფრებს ვნებებს, აბნელებს გონებას და არღვევს სიჯანსაღეს. შინაგანი აშლილობა, სიმძიმე და ნაღველი – ეს მწეველთა დასნეულებული სულის ხვედრია.
link
image

თემა: დოგმატები

719. ესაჭიროება თუ არა ქრისტიანს „კატეხიზმოს“ ცოდნა?თუმცა „კატეხიზმო“ „მშრალ“ მეცნიერებას წარმოადგენს, მისი ცოდნა მაინც აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატთა სწორი გაგებისათვის.
link
image

თემა: სინანული

615. რა ძალა აქვს სინანულს?მავანი ვინმე სულ სცოდავდა და შემდეგ სულ ნანობდა და მთელი ცხოვრება ამგვარად განვლო. ბოლოს სინანულში აღესრულა. დემონი მოვიდა მისი სულის წასაყვანად და თქვა: იგი ჩემია. არა, ჩემია, – მიუგო ღმერთმა. იგი მე მეკუთვნის, – არ ცხრებოდა ბოროტი სული, – მართალია გარდაცვლილი ჟამითი–ჟამად შეინანებდა თავის შეცოდებებს, მაგრამ ამის შემდეგ ისევ იმგვარადვე უსჯულოებდა; – იგი მე მეკუთვნის! თუკი შენ, რომელიც ბოროტი ხარ, – მიუგო ღმერთმა, – იცოდი კვლავ შეწყნარება მისი, რომელიც ცოდვის აღსრულების შემდეგ ცდილობდა სინანულით განეწმინდა სული, მაგრამ შემდეგ ისევ გიბრუნდებოდა, როგორ არ შევიტკბო იგი მე, რომელიც, მართალია, შენანების შემდეგ ხშირად განმეშორებოდა და ზურგს მაქცევდა, მაგრამ შეცდომილი ისევ ცრემლით მევედრებოდა შეწყნარებას. შენ გავიწყდება, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი – სახიერი...
link
image

თემა: ღვაწლი

869. რის მიხედვით ეძლევა ადამიანს თავისი ამქვეყნიური ჯვარი?რაც უნდა მძიმე იყოს კაცისთვის ის ჯვარი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ატარებს,???????????????? ხე, რომლისგანაც ის შეიქმნა, მაინც მისი გულის ნიადაგზეა აღმოცენებული.
link
image

თემა: მკითხაობა

979. რა არის სპირიტიზმი?თავად სიტყვა „შპირიტუს“ აღნიშნავს, რომ ეს არის სწავლება ადამიანთა ურთიერთობის შესახებ სულთა სამყაროსთან, რომლის ქვეშ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ნათლის ანგელოზები, არამედ ბოროტი სულები. წმ. პავლე მოციქული წერს: „გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი–იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებული იყავნ“ (გალ. 1,8). მოციქული ამ სიტყვებს ნათლის ანგელოზთა შესახებ კი არ ამბობს, რადგანაც შეუძლებელია, მათ სახარებისა და მოციქულთა სწავლების საწინააღმდეგო რამ გვახარონ, არამედ, ცხადია, იგი ბნელ ძალთა შესახებ საუბრობს, უგუნურთა საცდუნებლად ნათლის ანგელოზების სახეს რომ იღებენ. ჩვენი უხორცო მტერი სპირიტიზმის სეანსებზე შენიღბულად მოქმედებს, თითქოსდა მიცვალებულთა სულების გამოძახებით. მაგრამ ეს არის ეშმაკის ცხადზე უცხადესი ხრიკები და იმ ადამიანთა შეცდომილება, რომელთაც მიცვალებულთა სულების გამოძახებისა სჯერათ. ამიტომაც გაექეცით სპირიტიზმის სეანსებს და თუკი შესაძლებელია, სხვებიც განარიდეთ ამ სულის წარმწყმედელი სწავლებისაგან.
link
image

თემა: სიყვარული

116. როგორ მოვიქცე, როდესაც ვხედავ, რომ სიყვარული არ გამაჩნია?თუკი ხედავ, რომ შენში არ არის სიყვარული, მაგრამ გსურს, რომ გაგაჩნდეს იგი, მაშინ დაიწყე სიყვარულის საქმეების აღსრულება, თავიდან თუნდაც სიყვარულის გარეშე. უფალი დაინახავს შენს სურვილსა და მცდელობას და გულში სიყვარულს ჩაგიდებს
link
1
2
3
image
image