თემა: ავადმყოფობა პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა. link
თემა: ავადმყოფობა მინდა ყველას ვუთხრა, რომ ღმრთის ნების გარეშე ავად არ ვხდებით და არ ვკვდებით. ასე რომ, შორს ჩვენგან, მცირედმორწმუნეობავ link
თემა: ავადმყოფობა თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს. link
თემა: ავადმყოფობა თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება შეგეყრება, მისი მეშვეობით დიდებულიდან უდიდესისკენ გადადიხარ; შენ - ოქრო ხარ და ცეცხლის მეშვეობით უფრო იწმინდები. link
თემა: ავადმყოფობა მომაკვდინებელი სნეულება ცოდვათაგან განწმენდის საშუალებაა. მრავალს მან ცხონება მოუტანა. უფალიც და საკუთარი თავიც ბევრმა სასიკვდილო სარეცელზე შეიცნო. link
თემა: ავადმყოფობა სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს. link
თემა: ავადმყოფობა არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; link
თემა: ავადმყოფობა მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის. link