ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: უბედურება, განსაცდელები, ქველმოქმედება, მოწყალება
როგორ გავიგოთ სახარებაში მაცხოვრის იგავი ბრძენ მოურავზე?
მაცხოვარი თითქოს ამბობს: "ხედავთ, როგორ მოიქცა მოურავი უბედურების მოლოდინში? - ვაი-ვუი კი არ დაიწყო, არც დაელოდა, სანამ უბედურება მთელი სიმძიმით დაატყდებოდა თავს, არამედ მაშინვე, როგორც კი გაიგო, რაც ელოდა, ხელი მოკიდა საქმეს და შეეცადა მის მოგვარებას. ასე მოიქეცით თქვენც, როდესაც იგრძნობთ, რომ მთავარი უბედურება გემუქრებათ. რომელი უბედურება? ის, რომ ცოდვიანი ხართ; ცოდვებისგან კი რა მოგელით? განკითხვა და იმგვარი ყოფა, რომელზე უარესიც წარმოუდგენელია! თქვენ ახლა ზუსტად იმგვარ მდგომარეობაში იმყოფებით, როგორშიც ის მოურავი. აი, სულ მალე გადაგაყენებენ, ესე იგი მოვა სიკვდილი და ჩაგაგდებს სიმწარეში. ნუ მოიქცევით დაუდევრათ, დროს ნუ დაკარგავთ ამაოდ, იზრუნეთ უბედურების თავიდან ასაცილებლად და უზრუნველყავით თქვენი მომავალი. როგორ? ქველმოქმედებითა და მოწყალებით" (წმ. თეოფანე დაყუდებული).