ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოწყალება
637. თუკი ვინმე, თავის საკუთრებას სხვას მიანდობს და ეტყვის, რომ მან ის ნაცნობ ადგილზე მამებს ან გლახაკებს დაურიგოს, მაგრამ ახლოს სხვა ფრიად შეჭირვებული ადამიანები იმყოფებიან, მაშინ ურიგო ხომ არ იქნება, თუკი ის მათაც გამოუყოფს წილს?
თუკი ისინი ფრიად საჭიროებენ დახმარებას, მაშინ ეს შეუსაბამო არ იქნება; რამეთუ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საკუთრების გამღებმა სხვათა საჭიროების შესახებ არ იცის და ამიტომ არ მიუთითებს სხვებზე. ხოლო, თუ ის ხაზგასმით ამბობს, რომ იმ ერთი ადგილის გარდა, გამნაწილებელმა საკუთრება არსად არ გაანაწილოსო, მაშინ, დაე, ნუ დაარღვევს მის მცნებას, თუმცა ჯერ ჰკითხოს შემომწირველს და, როგორც ის ეტყვის, ისე მოიქცეს და გამნაწილებელი მშვიდად იქნება.