ავტორი:
აბბა დოროთე
თემა: სიტყვა, მოწყალება
356. თუკი ღარიბი ვარ და არაფერი მაქვს, მოწყალება რომ გავცე, რა ვიღონო მაშინ?
თუკი არ ძალგვიძს გასცე იმდენი, რისი გაცემაც მდიდარს შეუძლია, მაშინ ორი მწვლილი მაინც გაიღე მსგავსად ქვრივისა და დიდად შეიწირავს ღმერთი შენგან ასეთ წყალობას.
357. ის ორი მწვლილიც რომ არ გამაჩნდეს?
მაშინ უძლურს მოუარე. ესეც თუ არ შეგიძლია, სიტყვით ეცი ნუგეში მოყვასს შენსას და გაიხსენე წმ. წერილი, რომელიც ამბობს: „სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა“ (ზირ. 18.17).