ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოწყალება, ღვთის გულმოწყალება
ღვინო, რომელიც ჩემს საწნახელში მინდა დავწურო, ებრაელებს ეკუთვნის. ცოდვა ხომ არ იქნება ამას თუ გავაკეთებ?
თუკი ღმერთმა წვიმა შენს სავარგულებს გამოუგზავნა და ებრაელებისას არა, მაშინ შენც ნუ დაწურავ ღვინოს ებრაელებისათვის. მაგრამ ღმერთი ყველას მიმართ კაცთმოყვარეა და წვიმას აგზავნის მართალთა და ცოდვილთათვის; ნაცვლად გულმოწყალებისა, შენ რატომ გსურს კაცთმოძულე რომ იყო, რამეთუ თავად უფალმა თქვა: "იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქუენი მოწყალე არს" (ლუკა 6, 36).