image

თემა: ღვთის არასათნო ლოცვა,  სიამაყე,  სიმდაბლე,  ღვთის გულმოწყალება

418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?
როდესაც ლოცვისას თხოვნა შეგისრულდება და გამედიდურდები, მაშინ აშკარაა, ღვთისნიერი არ იყო შენი ლოცვა, და ღვთისაგან არ მიგიღია დახმარება, არამედ დემონები შეგეწიენ, რათა გაამაყებულიყო შენი გული; რამეთუ როცა დახმარება ღვთისაგან გვეგზავნება, მაშინ სული არ ამაყდება, არამედ უფრო მდაბლდება და მას უკვირს ღვთის დიდი წყალობა, ანუ ის, თუ როგორ იწყალებს ღმერთი ყველანაირად უღირს და ყოველთვის მის განმარისხებელ ცოდვილს, და მომეტებულად ჰმადლობს მის დიად და გამოუთქმელ სიკეთეს, რამეთუ მან ჩვენი ცოდვისამებრ კი არ მოგვაგო, არამედ თავის უდიდესი სიკეთით, სულგრძელად მოგვითმინა და შეგვიწყალა, ამიტომაც არ მედიდურობს სული, არამედ ძრწის და ადიდებს მას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: