ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: სიმდაბლე, ცხონება
447. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: წყალობა გამოიჩინე და მითხარი, როგორ ვცხონდე? რამეთუ ჩემს აზრებში მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რასაც მომწერ, დავემორჩილო.
თუ შენ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ მორჩილება თვით საქმით აჩვენე, ანუ ასე ვთქვათ, ფეხებით მიწას მოშორდი, გონება ზეცად აღამაღლდე და დღისით და ღამით ღვთის სიტყვის შესწავლას შეუდექი. დღე და ღამ რაც ძალები გაქვს საკუთარი თავი დაამცირე და აიძულე, რომ ის ყველა ადამიანზე დაბლა დაინახო. ესაა ჭეშმარიტი გზა, და სხვა გზა მისთვის, ვისაც მისი გამაძლიერებლის - ქრისტეს მიერ ცხონება სურს, არ არსებობს. დაე, ამ გზით რბიოდეს გადარჩენის მსურველი; დაე, რბიოდეს მსურველი, - რბიოდეს, რაითა ეწინეს. ამას ცოცხალი ღმერთის წინაშე ვადასტურებ, რომელსაც ყოველი მსურველისთვის საუკუნო ცხოვრების მინიჭება სურს. შენც, თუ გსურს, ძმაო, იშრომე!