ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: რჩევის მიღება, სიმდაბლე
532. როდესაც მეჩვენება რომ რაიმე კარგია, მაგალითად, თავშეკავება ან მდუმარებაში ყოფნა ან ქველმოქმედება, ან მათი მსგავსი რამ, ჩემით უნდა გავაკეთო ეს, თუ მამების რჩევით?
თუ ადამიანი იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასიკეთოდ ეჩვენება, მამებს რჩევას არ ჰკითხავს, მაშინ ამას ცუდი შედეგი ექნება, და ასეთი ადამიანი მცნებას არღვევს, რომელიც ამბობს: „შვილო, რჩევის გარეშე ნურაფერს გააკეთებ“ (ზირ. 32, 19) და კიდევ: „ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!“ (რჯლ. 32, 7). და ვერსად ნახავ, რომ წერილი სადმე ვინმეს თვითნებურად რაიმეს გაკეთებას უბრძანებდეს; ვინც რჩევას არ იღებს, ამპარტავნობს და ასეთი ადამიანი ღმერთს მტრობს, რამეთუ: „ღმერთი ამპარტავნებს არცხვენს, მდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იგავ. 3, 34). და ვინაა ამის შემდეგ მდაბალი, თუ არა მხოლოდ ის, რომელიც წმინდა ბერების წინაშე ქედს იხრის და ღვთის შიშით რჩევებს იღებს.