image

თემა: სიმდაბლე

როგორ მოიაზრება თავმდაბლობა?
თავმდაბლობა მოიაზრება, როგორც სათნოება: ღვთის შიში, საკუთარი არარაობის შეცნობა, მოყვასზე შეხედულების შეცვლა (თანაც იგი ყოველგვარი იძულების გარეშე თავმდაბალ ადამიანს მასზე ყოველმხრივ უკეთესი ჰგონია), ქების სიძულვილი, თავის ყვედრება მუდმივად, სიმართლე და პირდაპირობა, მიუკერძოებლობა, საკუთარ თავში წუთისოფლისა და ვნებების ჯვარზე გაკვრისკენ სწრაფვა, პირმოთნე ჩვეულებებისა და სიტყვების (იძულებით თავმდაბლურის და თავის მოჩვენების ჩვევის) უარყოფა და დავიწყება, მიწიერი სიბრძნის, როგორც ზეცისათვის გამოუსადეგარის, უარყოფა, ყველაფერი იმის ზიზღი, რაც ადამიანში ფასობს, უფლისათვის კი სისაძაგლეა, თავის მართლებაზე უარის თქმა, დუმილი მაჭირვებლის წინაშე, საკუთარი ვითომ სიბრძნის დატევება და საკუთარის გონების უარყოფა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები