image

თემა: განკითხვა,  სიმდაბლე,  ლოცვა

982. როგორია სულიერი მდგომარეობა ისეთი ადამიანისა, რომელიც სხვებს განიკითხავს, დრტვინავს, უყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაგრამ ამავე დროს ბევრს ლოცულობს?
თუკი შენ განიკითხავ ადამიანებს, დრტვინავ, გიყვარს საკუთარი ნების აღსრულება, თუმცა კი ბევრს ლოცულობ, შენი სული დაგლახაკდება და იტყვი: „დამივიწყა მე უფალმა“. მაგრამ უფალმა კი არ დაგივიწყა, არამედ თავად დაივიწყე, თავმდაბლობა რომ გჭირდება და სწორედ ამის გამო არ იმკვიდრებს შენს სულში ღვთის მადლი. მდაბალი ადამიანის სულში კი იოლად დაივანებს იგი და სიმშვიდეს მიანიჭებს მას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები