image

თემა: ამპარტავნება,  ლოცვა

როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის - ამპარტავნებისაგან?
ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რუმბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრძენი ზირაქის სიტყვები: ,,თუ სიჭაბუკეში ვერ მოაგროვე, როგორღა შეძლებ შენი სიბერის ჟამს? რარიგ შვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!" როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: ,,ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი" (ფს.35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები