ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა
211. როგორ მოვიქცე, თუ ბევრს ვლოცულობ, მაგრამ ნაყოფს ვერ ვხედავ?
იმ შემთხვევაში, თუ ლოცულობ, მაგრამ ნაყოფს ვერ ხედავ, ნუ იტყვი: მე არაფერი შემიძენიაო. იმიტომ, რომ თავად ლოცვად დგომა არის შეძენა, რადგანაც ღმერთს ესაუბრები, სულიერად მასთან იმყოფები და ეს ყველა სიკეთეზე უაღრესია.