image

თემა: ლოცვა

665. რატომ ვცემთ ლოცვისას ღმერთს თაყვანს აღმოსავლეთისკენ პირმიქცეულნი?
1. რადგანაც ღმერთი არის სულიერი ნათელი და ქრისტე წერილში იწოდება „მზედ სიმართლისა“ (მალ. 4,2) და აღმოსავლეთად (ზაქ. 3.8) ამიტომ ჯერ არს თაყვანისცემისათვის მას აღმოსავლეთი მივუძღვნათ ხოლმე.
    2. საღმრთო წერილი ამბობს: „და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავლეთით, და დადვა მუნ კაცი იგი, რომელი შექმნა“ (დაბ.2,8). მაშასადამე, ვეძიებთ რა ჩვენს ოდინდელ მამულს და სამკვიდრებელს (სამოთხეს) და მივმართავთ რა მზერას მისკენ (აღმოსავლეთისაკენ), ჩვენ ამით თაყვანს ვსცემთ ღმერთს.
    3. და ზეცად ამაღლებისასაც ხომ სწორედ აღმოსავლეთისაკენ აღმაღლდებოდა ღმერთი და მოციქულნიც ხომ სწორედ ასე, აღმოსავლეთისაკენ პირმიქცეულნი სცემდნენ მას თაყვანს და იგიც ხომ „ეგრეთვე მოვიდეს“, როგორც მოციქულებმა იხილეს აღმავალი ზეცად. (საქმე. 1.11).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები