image

თემა: ცოდვა,  უცოდინრობა,  ლოცვა

რატომ ითვლება ადამიანი დამნაშავედ, თუ უცოდინრობის გამო ჩაიდინა ცოდვა? საჭიროა ამ ცოდვის მონანიება? ამ დროს რა დონის პასუხისმგებლობა არსებობს?
იმტომ, რომ ადამიანი ვალდებული იყო სცოდნოდა. ყველაფერი იციან და ყველაფერი აინტერესებთ, ხოლო ის, თუ რატომ ცხოვრობენ, რა არის მიწაზე ადამიანის ცხოვრების მიზანი, მარადიულობა, ღმერთი, სარწმუნოება არ აინტერესებთ. ამიტომაც სახარებაში ვკითხულობთ, რომ ყმაც არცოდნის გამო დაისჯება, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვინც იცოდა. რა თქმა უნდა, უნებლიე ცოდვებიც უნდა მოვინანიოთ. ერთმა მღვდელმა მიამბო, რომ მან ჰკითხა ერთ ასაკოვან ქალს, იცოდა თუ არა რაიმე ლოცვა? მან უპასუხა:
    - არ ვიცი.
    - სიმღერები?
    - ჰო, ბევრი ვიცი.
    - მაშ, საერო სიმღერები რატომ იცი და ლოცვები კი არა?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები