image

თემა: ლოცვა,  ლოცვისას გონებაგაფანტულობა

428. კარგია თუ არა გულში ყოველთვის ღმერთზე ფიქრი ან ბაგეების გარეშე, გულით ლოცვა? როცა მე ამაში ვვარჯიშობ, ჩემი აზრები გაბნეულობაში იძირება, სიმძიმეს შევიგრძნობ და სხვადასხვა საგნებს და მოჩვენებებს ვხედავ და თითქოს სიზმრისეულ ოცნებებში ვიმყოფები.
გონების გაფანტვის და ოცნებებში ჩაძირვის გარეშე ლოცვა სრულყოფილთა საქმეა, რომელთც შეუძლიათ გონება მართონ და ღვთისადმი შიში მუდმივად შეინარჩუნონ. ხოლო ვისაც მუდმივი ღვთისნიერი სიფხიზლე არ ხელეწიფება, ის წარიტაცება და თავის ფიქრს ენას გადასცემს. მსგავს შემთხვევას ვხედავთ ზღვაზე მოცურავეებში: მათგან ისინი, რომლებიც გამოცდილნი არიან, თამამად გადიან ზღვაში, ვინაიდან იციან, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. ხოლო ვინც ამ ხელოვნების შესწავლას ახლა იწყებს, ის, როგორც კი სიღრმეს იგრძნობს, დახრჩობის შიშით, ნაპირისაკენ ისწრაფვის და მცირედი დასვენების შემდეგ, კვლავ ზღვის სიღრმეში გადის, რომ ასეთი ვარჯიშით, სრულყოფილად შეიცნოს ეს ხელოვნება, ვიდრე ამ საქმეში გამოცდილთა ხარისხს არ მიაღწევს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები