ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, სიყვარული მტრისადმი
556. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: როდესაც ვინმეს შესახებ გავიგებ, რომ ის ჩემზე აუგად ლაპარაკობს, როგორ მოვიქცე?
მაშინვე სალოცავად დადექი და პირველ რიგში მისთვის ილოცე, შემდეგ შენთვის, და თქვი: უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე ის ძმა და მეც, შენი უხმარი მონა, და შენი წმინდანების ლოცვით დაგვიფარე ბოროტისაგან, ამინ.