image

თემა: ლოცვა

504. ჩემო მამაო, ილოცე ჩემთვის და გთხოვ ამიხსენი, რატომ მემართება ასეთი უძლურება ლოცვითი კანონის აღსრულების და ხელსაქმის დროს? უძლურებიდან კი აზრი იქითკენ მიზიდავს, რომ ვჭამო და დავიძინო.
რაც შეეხება ლოცვას, გეტყვი: თუ დავუშვებთ, რომ ლოცვა ვიცი, მაშინ არ შემიძლია ჩემი სულისათვის უფრო მეტი ვილოცო, ვიდრე შენთვის, ვინაიდან მეშინია მისი, ვინც ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მთ. 22, 39). მაგრამ მე მხოლოდ ჩემი ძალისაებრ ვცდილობ, წყალობა კი ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც უკვე გამოიჩინა დიდი წყალობა და კვლავაც იჩენს; არ უარვყოფ იმას, რაც უკვე ვთქვი, რამეთუ სხვაგვარად უმადური ვიქნები. რაც შეეხება შენს უძლურებას, ეს გზა ასეთია: ზოგჯერ ადამიანი თავს ასე გრძნობს, ხოლო ზოგჯერ ისე, მსგავსად მგზავრისა, რომელიც სიარულისას ხან სწორ გზაზე მიდის, ხან ხრამებს ხვდება, ხან კი მთებს, შემდეგ კი კვლავ სწორ გზაზე გადის. მაგრამ, რადგან ითქვა: „ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5, 18), შევასრულოთ კიდეც ეს. დაე, საკვებით, სასმელით თუ ძილით სარგებლობას მადლიერება უძღოდეს წინ. გაიწაფე მოციქულის სიტყვაში: „გინა თუ სჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ“ (1 კორ. 10, 31) და სხვ; საკუთარი თავი ყველაფერში დაიცავი, და მადლიერების ღმერთი დაგიფარავს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები