ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვა
რა სარგებლობაა იესოს ლოცვის კითხვაში?
"უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი", სიტყვიერი ლოცვაა, როგორც ყველა სხვა. ყველა ძალა ამ ლოცვიდან მოდის იმის მიხედვით, თუ რა განწყობით აღავლენ მას. მისი ნაყოფია ფიქრების მოკრება, ღვთისადმი კრძალულება და შიში, ან სიკვდილის ხსოვნა, ზრახვების მოთოკვა და გულის სითბო. ყოველივე ეს არის შინაგანი ლოცვის ბუნებრივი ნაყოფი... იესოს ლოცვისას მთელი აზრი და გული უფლისადმი უნდა იყოს მიპყრობილი. სხვაგან ეს მშრალი საკვებია. კარგია, როდესაც ადამიანს ენაზე იესოს სახელი ადგას, მაგრამ შეიძლება ამ დროს არც კი გახსოვდეს უფალი და მისთვის საძულველი ფიქრები გეძალებოდეს (წმ. თეოფანე დაყუდებული).