ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ბოროტი აზრები, იესოს ლოცვა, ღვთის შიში, ღვთის ხსოვნა
600. რა საშუალება გვეხმარება იმაში, რომ ღმერთი გვახსოვდეს?
უფრო უკეთ რომ დავეჩვიოთ ღმერთის ხსოვნას, ამისათვის მოშურნე ქრისტიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული საშუალება, კერძოდ, – განუწყვეტელი განმეორება მოკლე ლოცვისა. უმეტესად ესაა – უფალო შემიწყალე! ან იესოს ლოცვა... თუკი აქამდე არ მიმართავდით მას, მოდი, დღეიდან შეუდექით ამ ლოცვის შესრულებას. დადიხარ, ზიხარ, მუშაობ, ჭამ თუ დასაძინებლად წვები, მუდამ იმეორე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! ხანგრძლივი განმეორების შემდეგ ეს სიტყვები ისე მიემსჭვალება ენას, რომ თავისთავად წარმოითქმის... მაგრამ ამჯერადაც ნუ დაივიწყებთ, ეს მოკლე ლოცვა ღვთის შიშთან და კრძალვასთან რომ გქონდეთ შეერთებული.