ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ბოროტი აზრები, ღვთის შიში, ღვთის ხსოვნა
599. როგორ უნდა გვახსოვდეს ღმერთი?
აქ განსაკუთრებული არაფერი მოითხოვება. საჭიროა მხოლოდ აღვიჭურვოთ იმის ხსოვნით, რომ უფალი არის ჩვენში, ჩვენს მახლობლად და გვხედავს ჩვენ... რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ახლოა უფალი და გიმზერთ თქვენ. როდესაც ამას დაეჩვევით, ან ჯერ კიდევ მცირედ შეუდგებით განმსჭვალვას ამგვარი ხსოვნით, მაშინ იხილავთ, თუ რა მაცხოვნებელ ზემოქმედებას ახდენს იგი სულში. მხოლოდ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისე კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი, როგორც ყველა სხვა საგანი, არამედ ეს ხსოვნა ღვთის შიშთან და კრძალვასთან უნდა გვქონდეს შეერთებული.