ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მხილება, ღვთის შიში, ცდუნება
394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?
წინა პასუხის ძალას თუ ჩავწვდებით, ვნახავთ, რომ ის ამ შეკითხვასაც ესადაგება; რამეთუ, როგორც იქ ვთქვით, ღვთისადმი შიშს და მისგან წარმოშობილ ლმობიერებას, თუ საქმეებით არ წარმოვაჩენთ, მაშინ განვისჯებით. ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაში. რამეთუ, თუ საქმით ვაჩვენებთ, რომ მხილებამ გონზე მოგვიყვანა, მაშინ ის ღვთისგანაა ჩვენი ხსნისათვის, და თუ არა, მაშინ ეშმაკისეული ჩაგონებაა განკითხვისათვის.