ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მკითხაობა, მხილება, ჯადოქრობა
762. რადგან მკითხავთან სიარული ღვთის საწინააღმდეგო საქმეა, როდესაც დავინახავ მასთან ვიღაც მიდის, ვუთხრა მას, რომ არ წავიდეს თუ არა?
თუ ეს ადამიანი ქრისტეს მიერ საყვარელი შენი ძმაა, მაშინ უნდა უთხრა მას: „ძმაო, შენ ამით სულს იზიანებ და ღმერთს არისხებ, რომელიც გვიკრძალავს ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, მაშინ თავად იხილავს შედეგს. ხოლო, თუ ეს უცხო ადამიანია, შენ მანამ ნუ იზრუნებ მასზე, სანამ ის ამის თაობაზე თვითონ არ გკითხავს; ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენ მას ჭეშმარიტება უნდა უთხრა; ხოლო, თუ არ ეტყვი, მაშინ განიკითხები. საულმა, როდესაც ჯადოქართან წასვლა განიზრახა, ამის თაობაზე თავის შვილს იონათანს ჰკითხა, მან კი პასუხისმგებლობა შეახსენა, რისთვისაც დაისაჯა მამისაგან. მაგრამ, ვინც შენი ძალაუფლების ქვეშაა, იმას აუცილებლად უნდა შეაგონო და ურჩობის შემთხვევაში, უნდა დასაჯო კიდეც.