1
2
image
image
Loading..
image

თემა: ჯადოქრობა

30. შეიძლება თუ არა ჯადოქრების მოსმენა?ჯადოქრებს, წმ. სამების სახელითაც რომ ლაპარაკობდნენ, წმინდანებს რომ უხმობდნენ და პირჯვარსაც ისახავდნენ, უნდა გავექცეთ და განვერიდოთ.
link
image

თემა: ჯადოქრობა

158. თუ შეიძლება მისნების დაჯერება?ნუ დავიჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ... მოდი, ამას ვეცადოთ: მარადიული და უცვლელი სიკეთე ვეძიოთ, ნუ ვუსმენთ მისნებს, ცრუ წინასწარმეტყველებსა და მკითხავებს, არამედ შევუდგეთ ღმერთს, რომელმაც ყოველივე იცის და ყოველივეს ხედავს: მაშინ ჩვენც ყველაფერი გვეცოდინება, რისი ცოდნაც საჭიროა და საუკუნო სიკეთეს დავიმკვიდრებთ.
link
image

თემა: ჯადოქრობა

760. პირუტყვი ავად მყავს, უგუნურება ხომ არ იქნება ვინმეს თუ შევალოცინებ?შელოცვა ღმერთმა აგვიკრძალა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ მას; ვინაიდან ღვთის ბრძანების დარღვევა სულის დაღუპვაა. უმჯობესია შენს პირუტყვს სხვა გზით უმკურნალო: სთხოვე ექიმებს გირჩიონ რამე, ეს ცოდვა არაა, ან ნაკურთხი წყალი ასხურე მას.
link
image

თემა: ჯადოქრობა

ვისზე მოქმედებს ავი სული თვითონ, ან ჯადოქრების, ან თავისი ხალხის მეშვეობით?თუმცა კაცთმოძულე ბოროტი სული შეკრულია ყოვლისშემძლე უფლის ხუნდებით და არაფერი ძალუძს მათ წინააღმდეგ, ვინც ქრისტეს მადლის საფარქვეშ იმყოფება, სამაგიეროდ ძლიერია მათთან, ვინც თავისი ურწმუნოებით და მანკიერებით განიდრიკება ამ საფარისაგან და ფართოდ უღებს გულის კარს მას (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმართავენ ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოტიზიორებს, თანამედროვე მკურნალთ). ამ უბედურებზე ბოროტი სული მოქმედებს პირდაპირ და უშუალოდ, უნერგავს მათ საძრახ აზრებს, მავნე გულისთქმებსა და უფლისათვის საძაგელ აზრებს (არქიეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი).
link
image

თემა: ჯადოქრობა

როგორ დამოკიდებულებაში ვიყოთ ჯადოსნებთან, მკითხავებთან და მათთან, ვინც მათ მიმართავს?ერთადერთი ვისაც ნათელმხილველი ბერი ალექსი ბ. მკაცრად ეკიდებოდა, ჯადოსნები და მკითხავები იყვნენ. იგი მათ თავისთან არ უშვებდა და ბრძანებდა გადაეცათ მათთვის, რომ მიიღებდა მათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოინანიებდნენ ღვთის წინაშე და თავს დაანებებდნენ ეშმაკის მსახურებას, ამასთან იგი კიცხავდა ჯადოსნებს, არამედ ყველას, ვინც მათ "საშველად" მიაკითხავდა (XVIII_XIX სკ. ღვთისმოსავი მოღვაწეები") ზოგი კადნიერდება და ცდილობს მკითხავების მეშვეობით მოიწვიოს ღვთისმშობელი და უფლის წმიდა სათნომყოფლები, პირჯვარს იწერენ კიდეც, მაგრამ მათ უნდა განვერიდოთ (წმ. თეოფანე დაყუდებული).
link
image

თემა: ჯადოქრობა

761. თუ ჩემი მსახური ავად გახდება და ისე წავა შემლოცველთან, რომ მე არ მეცოდინება, შემერაცხება მე ეს ცოდვად თუ არა?ეს მას შეერაცხება ცოდვად და არა შენ. ხოლო შენ, როგორც კი ამას შეიტყობ, შეეცადე შეაგონო და დაარიგე, რათა შემდგომში ასე აღარ მოიქცეს.
link
image

თემა: ჯადოქრობა

762. რადგან მკითხავთან სიარული ღვთის საწინააღმდეგო საქმეა, როდესაც დავინახავ მასთან ვიღაც მიდის, ვუთხრა მას, რომ არ წავიდეს თუ არა?თუ ეს ადამიანი ქრისტეს მიერ საყვარელი შენი ძმაა, მაშინ უნდა უთხრა მას: „ძმაო, შენ ამით სულს იზიანებ და ღმერთს არისხებ, რომელიც გვიკრძალავს ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, მაშინ თავად იხილავს შედეგს. ხოლო, თუ ეს უცხო ადამიანია, შენ მანამ ნუ იზრუნებ მასზე, სანამ ის ამის თაობაზე თვითონ არ გკითხავს; ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენ მას ჭეშმარიტება უნდა უთხრა; ხოლო, თუ არ ეტყვი, მაშინ განიკითხები. საულმა, როდესაც ჯადოქართან წასვლა განიზრახა, ამის თაობაზე თავის შვილს იონათანს ჰკითხა, მან კი პასუხისმგებლობა შეახსენა, რისთვისაც დაისაჯა მამისაგან. მაგრამ, ვინც შენი ძალაუფლების ქვეშაა, იმას აუცილებლად უნდა შეაგონო და ურჩობის შემთხვევაში, უნდა დასაჯო კიდეც.
link
image

თემა: ჯადოქრობა

800. რას ეტყოდით ისეთ ხორციელი სნეულების მქონე ადამიანს, რომელსაც ახლობლები შეაგონებენ – ჯადოქარ გრძნეულებთან მიდი და გიშველიანო?როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას – ჯადოქარ გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო. შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე! იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან, თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას. რამეთუ თუკი ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან – ჯადოქარ–გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა, რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი, მოჩვენებითი განკურნვისაგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს? აბა, რას მოვიგებთ, თუკი აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშმაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?!
link
image

თემა: ჯადოქრობა

დღეს ძალზე მომრავლდნენ ჯადოქრები, ექსტრასენსები და ბნელი ძალების სხვა მსახურები, როგორ დავიცვათ თავი მათი ზემოქმედებისაგან? რომელი ლოცვები წავიკითხოთ და კიდევ რა ვიღონოთ?რათა თავი დავიცვათ ბნელი ძალებისაგან, არ ჩავიდინოთ მომაკვდინებელი ცოდვები და არ მივმართოთ სატანის მსახურებს - ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოზიორებს (კოდირება), სხვადასხვა ჯურის მკურნალებს და ბნელი ძალების სხვა მსახურებს; სარგებელი სიწმიდეებით და ლოცვით მივიღოთ.
link
1
2
image
image