ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ჯადოქრობა
158. თუ შეიძლება მისნების დაჯერება?
ნუ დავიჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ... მოდი, ამას ვეცადოთ: მარადიული და უცვლელი სიკეთე ვეძიოთ, ნუ ვუსმენთ მისნებს, ცრუ წინასწარმეტყველებსა და მკითხავებს, არამედ შევუდგეთ ღმერთს, რომელმაც ყოველივე იცის და ყოველივეს ხედავს: მაშინ ჩვენც ყველაფერი გვეცოდინება, რისი ცოდნაც საჭიროა და საუკუნო სიკეთეს დავიმკვიდრებთ.