ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ცხოველები, ჯადოქრობა
760. პირუტყვი ავად მყავს, უგუნურება ხომ არ იქნება ვინმეს თუ შევალოცინებ?
შელოცვა ღმერთმა აგვიკრძალა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ მას; ვინაიდან ღვთის ბრძანების დარღვევა სულის დაღუპვაა. უმჯობესია შენს პირუტყვს სხვა გზით უმკურნალო: სთხოვე ექიმებს გირჩიონ რამე, ეს ცოდვა არაა, ან ნაკურთხი წყალი ასხურე მას.