image

თემა: მოყვასთან ურთიერთობა

763. თუკი ვინმე ყიდულობს ან ყიდის რაღაც ნივთს, ცოდვა ხომ არაა მაღალ ან დაბალ ფასზე მოლაპარაკება?
თუკი ეს იძულების გარეშე, თავისუფალი ნებით კეთდება, პირობითი ფასის ურთიერთშეთანხმებით მიცემა და აღება ცოდვა არაა. მაგრამ, ვინც იცის, რომ მან ნივთის ღირებულებაზე მეტი თანხა აიღო, თავისთავად ზედმეტი უნდა დააბრუნოს. ამით ის კეთილ საქმეს გააკეთებს, რის გამოც მადლობას დაიმსახურებს. ხოლო, თუ ვინმე თავის რომელიმე ქვეშევრდომს ფასზე უთანხმდება, მაშინ უნდა დაუკვირდეს, რომ ეს ძალაუფლებით არ გააკეთოს, რადგან ეს ცოდვაა; არამედ წინასწარ უნდა უთხრას მას: ძმაო, მე თავს შეურაცხყოფილად არ ვიგრძნობ, თუ იმაზე არ დამთანხმდები, რასაც გთავაზობ, უფრო მეტის მოცემას კი მე არ ვაპირებ. ამიტომ, როგორც შენ გაწყობს, ისე მოიქეცი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები